aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კუნძული “ზმეინი” რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კუნძული “ზმეინი” რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საგულისხმოა, რომ მომხდარი რუსულმა მხარემაც დაადასტურა და აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი მათი მხრიდან “კეთილი ნების” გამოხატულებაა.

„დღეს, როგორც კეთილგანწყობის ნაბიჯი, რუსმა სამხედროებმა დაასრულეს თავიანთი ამოცანები ზმეინის კუნძულზე და გაიყვანეს იქ განლაგებული გარნიზონი“, – ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია წარმატებით დაასრულეს.

„ღამის განმავლობაში, ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ ზმეინის კუნძულზე წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტერმა ნაჩქარევად გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია დაიწყო და ორი ჩქაროსნული ნავით დატოვა კუნძული. “ – ნათქვამია შეტყობინებაში.

იტვირთბა....