უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ განდევნეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები ზმეინის კუნძულიდან.
ვიდეო ზალუჟნიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ოდესის რეგიონის დამცველებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გათავისუფლებას.
“ვერ გაუძლეს ჩვენი საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ცეცხლს, ოკუპანტებმა დატოვეს ზმეინის კუნძული. დაბალი ქედი უკრაინული ბოგდანის თვითმავალი ჰაუბიცის დიზაინერებისა და მწარმოებლების წინაშე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კუნძულის განთავისუფლებაში. მადლობა უცხოელ პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის“, – ნათქვამია მის შეტყობინებაში.
ცნობისთვის, კუნძულის დატოვების შესახებ ინფორმაცია რუსებმაც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ეს მათი მხრიდან თითქოსდა “კეთილგანწყობის გამოხატულება” იყო.