გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში აშშ-ს ელჩის, ბეთ ვან შააკის განცხადებით, მსოფლიო საზოგადოების სურვილი, რუსეთს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს, მსგავსია იმ კონსენსუსისა, რომლის შედეგადაც ნიურნბერგის ტრიბუნალი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
“მსოფლიო სულ უფრო ერთიანი ხდება სამართლისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში გლობალური რეაქციის ქონის საკითხებში. ეს, ახალი ნიურნბერგის მომენტია, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსი წარმოუდგენლად ძლიერია. ნიუნბერგის შემდეგ, ჩვენ მსგავსი რამ მხოლოდ 1990-იან წლებში ვიხილეთ, როდესაც ცივი ომი დასრულდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. ახლა, ასეთი კონსენსუსის მესამე პერიოდი დადგა”, – განაცხადა ბეტ ვან შააკმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც გლობალური სისხლის სამართლის საკითხებს შეეხებოდა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო.
ამავე თემაზე: “მინდა, პუტინი გისოსებს მიღმა ვიხილო, ეს რეალისტურია” – ნიურნბერგის პროცესის პროკურორი