ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჰააგის სასამართლომ რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო

აღნიშნულის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურორმა განაცხადა, რომ მან უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ კომუნიკაცია  39 ქვეყნიდან მიიღო, რამაც საშუალება მისცა, 2013 წლიდან რუსეთის მიერ ომის წარმოებაზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ან უკრაინის ნებისმიერ მხარეში ჩადენილი გენოციდთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო.

“მე ვაცნობე ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დაიწყოს სიტუაციის აქტიური გამოძიება. ჩვენი მუშაობა მტკიცებულებების შესაგროვებლად დაიწყო”, – განაცხადა პროკურორმა.

უახლესი ცნობებით, ასობით რუსული ჯავშანტექნიკა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა ამჟამად „გაჩერებულია“.

როგორც “ბიბისი” იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს.

 

იტვირთბა....