ახალი ამბები საზოგადოება

“მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი”, გადავწყვიტეთ, ამ თემაზე საჯარო ლექცია მოვაწყოთ – კალანდია

გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ საჯარო ლექცია თემაზე “მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი”, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია პოსტს აქვეყნებს.

საგულისხმოა, რომ ღონისძიება უკვე შეიქმნა და ის 6 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ხელოვნების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ საჯარო ლექცია თემაზე “მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი”. ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი მასალების მიხედვით”.

ლექციაზე უნიკალურ დოკუმენტებს კიდევ ერთხელ გავასაჯაროებთ, ეს მიუკერძეობელი წყაროები კარგად წარმოაჩენს “პატარა კახს” როგორც ლიდერსა და დიდ სახელწმიფო მოღვაწეს. აქვე საჩუქრად დავარიგებთ წიგნს (მინიმუმ 100 ცალს) “მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ წყაროებში”. ასე რომ მობრძანდით, მოიყვანეთ შვილები, ახალგაზრდები…. თუ იდეა მოგწონთ ეს ღონისძიება გადაიზიარეთ, მგონია ლექციაზე ჩვენი სიმრავლე კარგი პასუხი იქნება მავანთათვის”, – წერს კალანდია.

შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, თელავში, ერეკლე II-ს სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ლოზუნგებით – “ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას”, “ერეკლე ჩვენი სიამაყეა”, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს ერეკლე მეორეს შესახებ.

 

ამავე თემაზე: მათ აირჩიეს ერეკლე, მე ვირჩევ საქართველოს – ლევან ბერძენიშვილი

ამავე თემაზე: “ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს”, – პაატა გულიაშვილი ბერძენიშვილზე

ამავე თემაზე: “მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – ლევან ბერძენიშვილი

 

იტვირთბა....