თელავში, ერეკლე II-ს სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ლოზუნგებით – “ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას”, “ერეკლე ჩვენი სიამაყეა”, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს ერეკლე მეორეს შესახებ.
“მე ვფიქრობ, მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ძალიან უხერხულია ასეთი წმინდა და ღვაწლმოსილი ჩვენი მეფეების აუგად მოხსენიება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერაბ ონიანმა.
აქციის მონაწილეების თქმით, ქართლ-კახეთის მეფის მმართველობა თითოეული ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს და ის დაცინვის ობიექტი არ უნდა ხდებოდეს.
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამავე თემაზე: “ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს”, – პაატა გულიაშვილი ბერძენიშვილზე
ამავე თემაზე: “მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – ლევან ბერძენიშვილი