ახალი ამბები პოლიტიკა

ბერძენიშვილი: მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს

მასწავლებელი ვარ, თუ ვინმე ამიკრძალავს დავიცავ ჩემს უფლებებს, – აღნიშნულის შესახებ ფილოლოგმა, ლევან ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პეტიციას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

“რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, პეტიციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. რაც უნდათ ის ქნან, მიმართონ ვისაც გაუხარდებათ. მე ვარ მასწავლებელი, ვასწავლი და თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილისთვის სტუდენტებთან კომუნიკაციის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ ბერძენიშვილს ისტორიის ზედმიწევნით დამახინჯებასა და ეროვნული გმირების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....