[su_quote]მათ აირჩიეს ერეკლე, მე ვირჩევ საქართველოს, რომელიც ჩემთვის ათასჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ყველა მეფე ერთად აღებული — ანტიქართული განწყობების დაბრალება არ არის სამართლიანი. დანარჩენი რაც უნდა ის თქვან. ამ საქმეში მე ცამდე მართალი ვარ. დიახ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის, ან ვისაც ეს უქნია, ის ხალხი მე არ მიყვარს. თუნდაც მთელი საქართველო დადგეს ფეხზე ერეკლეს დასაცავად, ჩემი აზრით, მან სულ ცოტა დააშავა და მერე ვინ როგორ შეაფასებს ამას, ეს იყო შეცდომა თუ ღალატი, ეს არის კამათის საგანი[/su_quote]
ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამასთან, თელავში, ერეკლე II-ს სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ლოზუნგებით – “ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას”, “ერეკლე ჩვენი სიამაყეა”, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს ერეკლე მეორეს შესახებ.
ამავე თემაზე: “ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს”, – პაატა გულიაშვილი ბერძენიშვილზე
ამავე თემაზე: “მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – ლევან ბერძენიშვილი