ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ანდრიუშენკო: თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის “აზოვსტალშია”

მარიუპოლის მერის მრჩევლი, პეტრო ანდრიუშენკო Telegram-ზე წერს, როგორი სიტუაციაა ქალაქში, რომელიც 25 თებერვლის შემდეგ მტრის ალყაშია მოქცეული. ანდრიუშენკოს თქმით, რუსი ოკუპანტები შეუჩერებლად ბომბავენ მარიუპოლს და ცდილობენ, მის ტერიტორიაზე არსებული “აზოვსტალის” ქარხანა შტურმით აიღონ.

“თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის “აზოვსტალშია”. შეუჩერებელი დაბომბვა და შტურმი. ღამითაც კი ისროდნენ. თავისუფლების უკანასკნელი 11 კვადტატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა. გამძლოება ჩვენს გმირებს. გულით და სულით იქ ვართ”, – ამბობს ანდრიუშენკო.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი დაიწყეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ქარხსნის ტერიტორიაზე რუსები შეიჭრნენ.

ამავე თემაზე: “აზოვსტალში” უკიდურესად მძიმე ვითარებაა, მიდის სისხლისმღვრელი ბრძოლები – აზოვის პოლკის მეთაური

ამავე თემაზე: “მოღალატემ ოკუპანტებს აზოვსტალში შესასვლელი გვირაბები აჩვენა”, – გერაშჩენკო

 

იტვირთბა....