მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ადგილზე მშვიდობიანი მოქალაქეები ჯერ კიდევ იმყოფებიან და მათი ევაკუირება ვერ მოხერხდა.
„აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს 4 მაისს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.
„აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელ მებრძოლებთან არანაირი კავშირი არ არის.
ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის 2 თვეა, რაც რუსებმა ალყაში მოაქციეს. მოსახლეობა სასმელი წყლის და საკვების გარეშე იყო დარჩენილი.