აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს თქმით, მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა და უკრაინელი სამხედროები მტერთან სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებენ.
პროკოპენკოს განცხადებით, “აზოვსტალის” დამცველები არაფერს უთმობენ და პოზიციებს ინარჩუნებენ.
“25 აპრილის შემდეგ “აზოვსტალის” ქარხანას ვიცავთ. უკვე მეორე დღეა, მოწინააღმდეგე ქარხნის ტერიტორიაზეა შემოჭრილი. ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც მტრის შემოტევის შესაკავებლად არაადამიანურ ძალისხმევას იჩენენ. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ბრძანების შესრულებას და ვიცავთ ქარხანას”, – ამბობს დენის პროკოპენკო.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი დაიწყეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ქარხსნის ტერიტორიაზე რუსები შეიჭრნენ.
ამავე თემაზე: “მტერი აზოვსტალის დაკავებას წარუმატებლად ცდილობს”, – უკრაინის გენშტაბი
ამავე თემაზე: “მოღალატემ ოკუპანტებს აზოვსტალში შესასვლელი გვირაბები აჩვენა”, – გერაშჩენკო