უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუსებმა აზოვსტალის ქარხნის ყოფილი მუშაკებიდან იპოვეს მოღალატე, რომელმაც მათ საწარმოს ტერიტორიის ქვეშ არსებული საიდუმლო მიწისქვეშა გადასასვლელები აჩვენა.
”რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებიდან (Azovstal – UNIAN) იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი, რომელმაც მათ აჩვენა მიწისქვეშა გვირაბები. გუშინ კი რუსებმა დაიწყეს ამ გვირაბების მეშვეობით შტურმი, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენებით“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ.