აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების” – BILD

უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს – წერს გერმანული გამოცემა BILD ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების 14 დეკემბრის შეხვედრის შესახებ გამოცემა გარკვეულ დეტალებს ავრცელებს. “მაგიდაზე ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა დევს, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მიკერძოებულად მიიჩნევს.

ძირითადი დავა ტერიტორიულია. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები „დე ფაქტო აღიარებულია, როგორც რუსული“, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზები გაყინულია.”- ნათქვამია სტატიაში.

BILD-ის ცნობით, კიევი მზადაა დროებით „გაყინოს“ ფრონტი და ფაქტობრივად დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მოთხოვნას, გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან.

გამოცემის ცნობით, აშშ-მა კომპრომისი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც: უკრაინა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 5,600 კვადრატული კილომეტრით დაიხევა უკან და იქ „დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონა“ შეიქნება. მოსკოვმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იმ დათქმით, თუ იქ რეგულარული არმიის ნაცვლად, ეროვნულ გვარდიას შეიყვანს- „ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა“ – განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

პასუხად, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა.„თუ უკრაინის ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ – ხაზგასმით აღნიშნა მან.

იტვირთბა....