რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში შტურმით შეღწევას ცდილობენ. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა Ukrayinska Pravda-ს განუცხადა.
“მთელი ღამე ავიამომბებით გვიტევდნენ, სამოქალაქო პირებიდან ორი ქალი დაიღუპა. ახლა კი “აზოვსტალზე” შტურმი მიმდინარეობს”, – აცხადებს პალამარი.