[su_quote]მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასება გავაკეთო, მაგრამ შეშფოთებული ვარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტებისგან მიღებული ცნობებით. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.