მოსკოვის სამხრეთ ნაწილში ხანძრის შედეგად შვიდი ავტომობილი დაიწვა. როგორც გამოცემა Москва საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ცეცხლი 40 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზის დადგენაზე მუშაობა მიდის.
Lenta.ru თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე, დაინახეს, როგორ ავსებდა უცნობი მამაკაცი “კანისტრებს” ბენზინით. ადგილობრივებმა აფეთქების ხმა დილის 04:00 საათზე გაიგეს.
Lenta.ru-ს ცნობით, მანამდე, მოსკოვში კიდევ ერთ ქუჩაზე 10 ავტომობილი დაიწვა.
ეს ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის მასშტაბით გაუკვეველი მიზეზით ხანძრები ჩნდება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებაზე მიანიშნებდეს.
ამავე თემაზე: რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა