ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ბიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან ახლოს, საბრძოლო მასალების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე, გუბერნატორმა Telegram-ის გვერდზე დაწერა, რომ ბელგოროდში გამთენიისას აფეთქების ხმები გაიგო.

“დაახლოებით 03:35 საათზე აფეთქების მსგავსმა მაღალმა ხმამ გამაღვიძა”, – წერდა ის.

საწყობი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ბელგოროდიდან 20 კილომეტრში, ხოლო უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრში მდებარეობს.

მოგვიანებით, გლადკოვმა “ტელეგრამზე” კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა.

“გოლოვინსკის დასახლების ხელმძღვანელს, დენის ზოლოთუხინს დავუკავშირდი. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბრძოლო მასალის საცავი იწვის”, – წერდა გუბერნატორი.

ცნობისთვის, 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ნავთობის საცავს გაუჩნდა ცეცხლი. ხანძარი იყო უსურიისკის ოლქში მდებარე ავიაბაზაზეც. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შესაძლოა, ქვეყანაში პარტიზანული ომის დაწყებაზე მიანიშნებდეს.

იტვირთბა....