ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებაზე მიანიშნებდეს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილ ხანძარზე საუბრისას, Фейгин Live-თან ინტერვიუში აღნიშნა.

“უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკის ოლქში სამხედრო ბაზა იწვის, ცეცხლი ჩნდება სამხედრო აკადემიებში, საწყობებში, გუბერნატორთა სახლებში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს – ხალხს არ სურს იქ მისვლა და პრევენციის მიზნით აჩენენ ცეცხლს”, – ამბობს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ნავთობის საცავს გაუჩნდა ცეცხლი. როგორც გამოცემა UNIAN წერს, უსურიისკის ოლქში ცეცხლი გაჩნდა ავიაბაზაზეც.

 

იტვირთბა....