ახალი ამბები მსოფლიო სამხდრო უკრაინის ომი

“მარიუპოლს ქართველი სამხედროების გეგმის მიხედვით ვიცავთ” – აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამაარსებელი

მარიუპოლს ქართველი სამხედროს გეგმის მიხედვით ვიცავთ, – აღნიშნულის შესახებ “აზოვის” ბატალიონის ერთ-ერთმა დამაარსებელემა, სერგეი კოროტკიხმა, მეტსახელად”ბოცმანმა” უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია გიორგი ყუფარაშვილზე და ბახვა ჩიქობავაზე, რომლებთან ერთადაც 2014 წელს “აზოვის” ბატალიონი შექმნა.

“საკმაოდ დიდი ხანია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ვიბრძვით და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბატალიონის მომზადებას, მოტივაციას და უნარებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

7 წლის მანძილზე გვდევნიდნენ, ნაცისტებს და კერძო ჯარს გვიწოდებდნენ, ჩვენი წვერი არ მოსწონდათ. მომავალ ომზე რომ ვსაუბრობდით არ გვისმენდნენ, მაგრამ რასაც ახლა “აზოვი” აკეთებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ ძალუძს.

ხშირად ამბობენ, რომ დასავლელი ინსტრუქტორები გვამზადებდნენ და ეს სიმართლე არ არის – ფაქტობრივად “აზოვი” მე და კიდევ ორმა ქართველმა მოხალისემ, ბახვა ჩიქობავამ (გარდაიცვალა მარიუპოლის დაცვისას) და გიორგი ყუფარაშვილმა, (მძიმედ დაიჭრა და მკურნალობს ვინიცაში) 2014 წელს შევქმენით.

2014 წლის აგვისტოში ჩვენი ლიკვიდაციისთვის მილიონ დოლარს იხდიდნენ,  ახლა მხოლოდ ჩემს სანაცვლოდ იხდიან 500 ათას დოლარს.

ასე რომ NATO-ს ინსტრუქტორები აქ არასოდეს ყოფილან, სანქცირებულთა სიაშიც ვიყავით. ჩვენგან სახიფათო ადამიანების სურათი შექმნეს. სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები თვითონ შევქმენით. 90% გიორგის დამსახურებაა. ის 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა ბიჭებს. შეიმუშავა მარიუპოლის თავდაცვის გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ახლა ვიცავთ ამ ქალაქს. გიორგის იშვიათად ახსენებენ, ეს უსამართლობაა. ჩვენ ამ გეგმით ვიცავთ მარიუპოლს, ხარკოვს, სუმს, ჩერნიგოვს, დნიპროს, ოდესას და ნიკოლაევს”,- განაცხადა სერგეი კოროტკიხმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა – მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ოკუპანტებს არ დანებდებიან და ქალაქის დაცვას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....