“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, ვიდრე უკრაინული მხარე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ბოდიშს არ მოიხდის, მანამდე, აღნიშნულ საკითხზე არ უნდა ისაუბრონ.
“სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში მოხდილი, მე ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს” , – განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიიწვია.