უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიიწვია. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სტეფანჩუკმა შესაბამისი შინაარსის წერილები სხვადასხვა ქვეყანაში, თავის კოლეგებს გაუგზავნა, რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ ბუჩაში არსებული სიტუაცია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ რადას სპიკერის მიწვევა არ მიუღიათ. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ბუჩა რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა შემზარავი კადრები და ინფორმაცია იმის შესხებ, რომ ქალაქში შესულ სამხედროებს მშვიდოებიანი მაცხოვრებლების გვამები დახვდათ, რომლებსაც ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული და წამების კვალი აღენიშნებოდათ. მოკლულებს შორის, არიან ქალები და ბავშვები. მომხდარი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.