ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე მინისტრერიალს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება ესწრებიან. ისინი შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს გაესაუბრნენ. ცნობისთვის, დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი რამდენიმე დღის წინ შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრების ვიზიტს ბრიუსელში წინ უძღოდა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია შედის. ამას მოჰყვა კულებას განცხადება, რომლითაც მან ქართულ მხარეს მოსთხოვა, წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში არ ეხმარებიან.
ამ ინფორმაციას აბსურდი და ამაზრზენი ბრალდება უწოდეს “ქართული ოცნების” გუნდში.
საქართველო და უკრაინა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის არის, რომლებიც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არიან მიწვეული.