ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 6-7 აპრილს NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამართავს, რომელზეც ასევე მიწვეული არიან საქართველოს, უკრაინის, ავსტრალიის, ფინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიის, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
ამის შესახებ ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
“საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში 6-7 აპრილს გაიმართება. შვიდ აპრილს ორი სესია გაიმართება. პირველ სესიაზე ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესბუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან მიწვეული, ისევე, როგორც ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება ვიდეო ჩართვის საშუალებით დაესწროს სესიას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.