12 ნოემბრის დილას რუსული დრონი კიევის სოლომიანსკის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. იერიშის შედეგად 44 წლის ქალი დაიღუპა და ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონის შეჯახების შედეგად, ცხრასართულიანი შენობის მესამედან მეექვსე სართულებამდე ხანძარი გაჩნდა.
„წინასწარი მონაცემებით, მე-5 სართულის დონეზე ფიქსირდება ნაწილობრივი ნგრევა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

