ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა გიგი უგულავას გათავისუფლება მოითხოვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი ესპანეთის წარმომადგენელი პედრო აგრამუნტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია  ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პედრო აგრამუნტის უფლებამოსილება 2018 წლამდე აქვს.

მანამდე, ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. 2 000 წლიდან აგრამუნტი საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წევრია.

აგრამუნტმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია და განაცხადა:

„ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანია დავიცვა ასამბლეის დეპუტატების უფლებები, რათა მათ შეძლონ შეასრულონ საკუთარი მანდატი, როგორც არჩეულმა წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოში და მათ ქვეყნებში.

ამგვარად, ისეთი პირების, როგორებიცაა უკრაინელი ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლება, მათი თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განვიხილოთ დაინტერესებული ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად “, – განაცხადა აგრამუნტმა.

იტვირთბა....