რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯო ბაიდენს გამოეხმაურა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. როგორც გამოცემა ТАСС წერს, პესკოვის თქმით, ბაიდენი თანამდებობისთვის შეუფერებლად იქცევა.
“რუსეთის პრეზიდენტის მისამართით პირადი შეურაცხყოფები გრძელდება. ეს ცუდია. ჩვენ ეს მიუღებლად და აშშ-ს პრეზიდენტისთვის შეუფერებლად მიგვაჩნია”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა.
“იქ გამუდმებით აზრთა სხვადასხვაობაა. როდესაც პრეზიდენტი რაიმეს სამხედრო დანაშაულს უწოდებს, პენტაგონში განცხადებას აკეთებს, რომ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, რაც მათ ამ დასკვნამდე მისვლის საშუალებას მისცემდა. ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ”, – ამბობს პესკოვი.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა პუტინს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, რომელსაც ასობით მშვიდოებიანი მოქალაქე ეწირება, ჯალათიც უწოდა.
ამ შემთხვევაში, მის სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთ შეფასებას მხოლოდ “სუსტი ან ავადმყოფი ადამიანი” თუ გააკეთებდა.