ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჯალათია.
თქვენ ყოველდღიური ინტერაქცია გაქვთ ვლადიმერ პუტინთან. ნახეთ, რა დამართა მან ამ ხალხს – რას ფიქრობთ ამის შესახებ?
“ის ჯალათია, აი რას ვფიქრობ”, – უპასუხა ჟურნალისტს ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი პოლონეთში 25 თებერვალს ჩავიდა და უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, ჯერ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა, შემდეგ კი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას.