საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.
“მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ერთიანი ძალებით დემოკრატიის დაცვა, რადგან ჩვენ ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი, – სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა, ისტორიაში უპრეცედენტო ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური სანქციების წნეხი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.