ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი: მე მგონია, ოპოზიცია მკვდარია.. აბა, გარიგება და მაიმუნობა სხვა რა არის?

[su_quote]მუდმივად ამას ვაცხადებს [სად არის ოპოზიცია]. მე არ მესმის რას აკეთებენ. მე მგონი, მკვდარია ოპოზიცია, ან არ არსებობენ. მგონი მესმის და ძალიან არ მომწონს და მერე ეწყინებათ რასაც ვიტყვი – აბა, გარიგება და მორიგება და მაიმუნობა სხვა რა არის? ბრძოლის რა სტრატეგიაა ეს? მე 10 ნოემბერს, როდესაც მიტინგი დავგეგმე, ძალიან ცოტა ხალხი იყო. გარკვეული ადამიანები ურეკავდნენ ხალხს, რომ ეს მიტინგი არ არის ჩვენი და ჩვენია 14 ნოემბრის მიტინგი. მაშინ გაკვირვებული ვიყავი. შეიძლება, ოჯახი პოლიტიკასთან ახლოს იყო, მაგრამ სამი წელია მე რაც პარტია მაქვს და ჩემთვის უცხოა მერკანტილური ბრძოლა. მაშინ იყო ჩემთვის პირველი შოკი და დავფიქრდი, რომ ეს რაღაც სხვა რამეა და სხვა თემასთან გვაქვს საქმე. ატყდა მაშინ ერთი ამბავი – რატომ ვერ გამოიყვანე ხალხი. მე გულღია ადამიანი ვარ – შემიძლია, მოვიტანო სცენა, მიკროფონი და მოგიწოდო. ორი ავტობუსი მაშინ გააჩერეს, ერთი დიდი ავტობუსი და ერთი სამარშრუტო ტაქსი. მაშინ მირეკავდნენ, რომ არა – 14-ში. კი ბატონო, ვიფიქრე, რომ რაღაც შავდება, რომ 10-შიც იყოს, 14-შიც და 18-შიც.  14-ში მოიყვანეს ხალხი და არ დატოვეს იქ. შენ თუ ბრძოლა გინდა, სად უშვებ 15 000-25 000 ადამიანს? როგორ პასუხობ იქიდან – ნაცებზე უფრო მაგარი ნაცი ნუ იქნები და ვინ გითხრა რომ ნაცი ვარ? მე, უბრალოდ, არ მომწონს, რომ ინსტიტუციების ამშენებლებს ასამართლებენ ის ადამიანები, რომელთაც მე იმ წლებში ვაპროტესტებდი. ამიტომ ვამბობ, რომ გავაკეთოთ ეს ოხერი რეფორმები და ყველას ქეისი დაიდოს. შენ თუ ქონების წარმომავლობას ვერ აჩვენებ და პროკურორი ხარ, როგორ ბედავ და ასამართლებ მესამე პრეზიდენტს?! ჩემი დაწყებული იყო და პირველმა გავაკეთე განცხადება ბოიკოტზე. ოპოზიციის ნაწილი კი შევარდა დროზე ადრე პარლამენტში. ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. ყველაზე ბოლოს შევედით მე და “ნაციონალური მოძრაობა”. ივანიშვილს ყველაზე დიდი დისკომფორტი ქონდა, როცა არავინ ვიყავით. როდესაც შევიდნენ პარლამენტში, ივანიშვილმა დასავლეთს უთხრა, რომ ბოიკოტი არ მაქვსო. ამიტომ გადაწყდა, რომ გამარგინალება არ მომხდარიყო და მივიღეთ შესვლის გადაწყვეტილება. ადრე ვინდობდი და არაფერს ვამბობდი. რა ერთობა, რის ერთობა და სად არიან მაინტერესებს. პასუხი ხომ უნდა მოვთხოვოთ პრემიერს გამოვიდეს და გვითხრას უკრაინა ამხელა ბრალდებას რომ უყენებს კონტრაბანდაზე. არ უნდა ვკითხოთ რა შავ ხვრელებზეა საუბარი? მე, პირადად, იმ ტრიბუნაზე ვყეფ, რაღაც მომენტში თავი მძულს-ხოლმე. თეა წულუკიანთან დარბაზში მარტო ვიჯექი. ობიექტურობსითვის უნდა ითქვას, რომ არმაზ ახვლედიანი და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ წულუკიანს. სად ვართ აღარ ვჩანვართ. ომი გინდაო? რომელ იდიოტს შეიძლება, ომი მოუნდეს, მაგრამ ჯაბანი იყო და თეიმურაზ ხევისთავით გაუწვე და ვერ მოახერხო გამოიყენო ეს პერიოდი… ნორმალური ხელისუფლება ამ პერიოდში გამოიოყენებდა და გაააცოცხლებდა რა გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში… ეს ხალხი კი სააკაშვილის ჯინაზე საქართველოს საწინააღმდეგო რიტორიკას[/su_quote]

განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა. საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს სანქცირებულ პროდუქტებში საბრძოლო მასალებიც მოიაზრება. უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. “იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული. არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ? გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, თქვენ ხედავთ ჩვენს პრეზიდენტს, როგორ გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მოდით, გავერთიანდეთ. მე არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო, მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

იტვირთბა....