ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ვერეშჩუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები, რუსეთში კონტრაბანდული იარაღის შეტანას დაუშვებთ

ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები, რუსეთში კონტრაბანდული იარაღის შეტანას დაუშვებთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ვერეშჩუკი გამოეხმაურა ცოტახნის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.

“იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ.

ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?

ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის  მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.

მე, როგორც ვიცეპრემიერმა, მინდა ვიკითხო, ადამიანი, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ, როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით.

თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?

რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?

თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ აძლევთ უფლებას თქვენს პრემიერს და თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის მომავალში რა მოხდება, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს.

“ჩვენ ვართ ნეიტრალურები”, “ვერ შემოვიტანთ სანქციებს”, “მოდით გავხსნათ ფრენები”, – არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი, თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით”, – აცხადებს ვერეშჩუკი.

იტვირთბა....