ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ვერეშჩუკი ქართველებს: გთხოვთ, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება, არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი

ამაყი ხალხი ხართ, თქვენ ხომ ვერ დაუშვებთ, რომ თქვენი ხელისუფლება ასე იქცეოდეს, თქვენ უნდა თქვათ – არა, არ შეიძლება ასე, ჩვენ გვკლავდნენ, ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი.

2008 წელს თქვენ დაგაბრალეს, რომ რუსეთს დაესხით თავს, არის თუ არა ეს შესაძლებელი? ამდენი წელი გავიდა. ახლა უკრაინა დაესხა თავს – იგივე ბრალდებები გვესმის. ნუთუ თქვენ ამ ყველაფრის გჯერათ? თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ ქალებს და ბავშვებს ვკლავდით ქუჩაში? თქვენ ხედავდით ამ კადრებს, უბრალოდ, კლაბვდნენ ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი დადიოდნენ თავის მიწაზე.

გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, თქვენ ხედავთ ჩვენს პრეზიდენტს, როგორ გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მოდით, გავერთიანდეთ.

მე არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო, მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს.

 

აღნიშნულის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ვერეშჩუკი გამოეხმაურა ცოტახნის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.

იტვირთბა....