ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რობინ დანიგანი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა…

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად“, – წერია სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....