ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სანქციებით ემუქრება” – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან.

“დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით და მისი სრული განხორციელებით. ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული უნდა იყოს და  საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, – წერია Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების საჭიროებას მომავალი აგრესიის შესაჩერებლად.

 G7-ის წევრებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება ჩინეთის მიერ ფილიპინებისა და ვიეტნამური გემების წინააღმდეგ საშიში მანევრებისა და წყლის ჭავლის მზარდი გამოყენების გამო.
იტვირთბა....