ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო რეესტრმა პარტია “ფედერალისტები” დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა პარტია ფედერალისტები დაარეგისტრირა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

“ფედერალისტები ოფიციალურად დავფუძნდით! მადლობა თითოეულ დელეგატს, მხარდამჭერს და შემომწირველს”, – წერია განცხადებაში.

ფედერალისტებმა 9 თებერვალს  სადამფუძნებლო ყრილობა გამართეს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს.

პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება, ხოლო თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....