[su_quote]სრული აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე ძალიან მიკვირს ასეთი მაღალი თანამდებობის პირები ესეთ რაღაცის განცხადებას როგორ კადრულობენ, უკრაინულ მხარეს ვგულისხმობ. იმიტომ, რომ ჩვენი საზღვრები არის ძალიან კარგად დაცული და ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შედის, ან გამოდის, არის მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. ეს ბრალდება არის ყოვლად აბსურდული. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს სანქციები დაუწესა, საქართველოს მხრიდან ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტზე უმკაცრესი კონტროლი ხდება. ეს არის ძალიან უსინდისო ბრალდება. რა არის გასაკვირი, როდესაც ჩვენთან ოპოზიციაში მყოფი პარტიის წევრები იქ მაღალ თანამდებობას იკავებენ. იგივე დაზვერაში მუშაობს მათი ერთერთი წარმომადგენელი, უფროსის მოადგილეა. ალბათ, ამას დავუკავშირებდი, ესეც კი არალოგიკურია. ძლაიან აღშფოთებული ვარ ამ ბრალდებაზე[/su_quote]
განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს სანქცირებულ პროდუქტებში საბრძოლო მასალებიც მოიაზრება. უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. “იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული. არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ? გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, თქვენ ხედავთ ჩვენს პრეზიდენტს, როგორ გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მოდით, გავერთიანდეთ. მე არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო, მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.