ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე ვერეშჩუკზე: რა უნდა დავიჯერო, რომ საქართველო უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებაშია ჩართული?

[su_quote]ეს განცხადება [ვერეშჩუკის] ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, არის ძალიან შეურაცხმყოფელი. რას ნიშნავს ეს, რომ საქართველო… ესე იგი, რა უნდა დავიჯერო მე, ან საქართველოს მოსახლეობამ, რომ საქართველო უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებაშია ჩართული? ასეთი აბსურდი მე როგორ უნდა დავიჯერო, როცა ჩემი ქვეყნის ყველა შვილთან ერთად, დიდიან-პატარიანად ხელისუფალთან თუ ჩვეულებრივ მოსახლესთან ერთად,  ერთად ღამე იძნებს და იღვიძებს ადამიანი უკრაინის მხარდამჭერი გზების ნებისმიერი ფორმის ძებით. გაჭირვებაში მყოფი ქვეყანაა და უნდა გავისიგრძეგანო, რომ რაც არ უნდა თქვან იმათ უჭირთ, მაგრამ ასე საქართველოს დადანაშაულება, არ ვიცი, მაშინ არგუმენტი უნდა დაიდოს, მაგრამ როგორ ვთქვა ომში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ არგუმენტი უნდა მოეთხოვოს. სხვანაირად პოლიტიკური მოღვაწის განცხადებას სხვა სუნი უდის[/su_quote]

განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ.

საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს სანქცირებულ პროდუქტებში საბრძოლო მასალებიც მოიაზრება. უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. “იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული. არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ? გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, თქვენ ხედავთ ჩვენს პრეზიდენტს, როგორ გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მოდით, გავერთიანდეთ. მე არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო, მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

 

იტვირთბა....