[su_quote]ეს არის უკიდურესად სამწუხარო მათი მხრიდან არა მარტო დღევანდელი, არამედ ბოლო პერიოდში მათი მხრიდან გაკეთბული განცხადებები. პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მეორე, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ძებნილი გია ლორთქიფანიძე არის უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე და მეხუთე კოლონასთან ერთდ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწოდება, ყველაფერს აკეთებენ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ესეთი პირდაპირი მოწოდებებით, მეტსაც გეტყვით, უკრაინის მხარე საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ პრაქტიკულად, გამოდით ქუჩაში საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელადო, მე ასე ვიცი, რომ ვერეშჩუკმა ასეთი განცხადება გააკეთა. ის ბრალდება რაც ახლა წარმოდგენილია უკრაინის მხარის მიერ, არის ყოვლად აბსურდული და ამასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს აუცილებლად ექნება თავისი პოზიცია[/su_quote]
განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნოდარ ტურძელაძემ.
საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს სანქცირებულ პროდუქტებში საბრძოლო მასალებიც მოიაზრება. უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. “იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული. არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ? გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, თქვენ ხედავთ ჩვენს პრეზიდენტს, როგორ გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მოდით, გავერთიანდეთ. მე არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო, მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.