“არამეგობრული ქვეყნები” რუსულ ბუნებრივ აირს რუბლში შეიძენენ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდების გადახდაზე იმ ვალუტაში, რომლებმაც საკუთარი თავის კომპრომეტირება მოახდინეს.
“გადავწყვიტე განვახორციელო ღონისძიებების მთელი რიგი გადასახადების გადარიცხვასთან დაკავშირებით და ეს პირველ რიგში ეხება ბუნებრივ აირს მიწოდებას ე.წ. არამეგობრული ქვეყნებისთვის. რუსეთი უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდების გადახდაზე იმ ვალუტაში, რომლებმაც საკუთარი თავის კომპრომეტირება მოახდინეს. ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით ვუფრთხილდებით რეპუტაციას. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ ვალუტას.
მე ვთხოვ მთავრობას, გასცეს შესაბამისი დირექტივა „გაზპრომისთვის“ არსებული კონტრაქტების შესწორების თაობაზე. ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხმარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულოს საჭირო ოპერაციები”, – აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა.
რამდენიმე ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაუჩინარდა.