ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსული დამოუკიდებელი მედია: შოიგუ საჯაროდ უკვე მე-12 დღეა, არ გამოჩენილა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 12 დღეა, საჯაროდ არ გამოჩენილა. ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი მედია წერს.

პირველად, ამ ფაქტს MediaZona-ს ერთ-ერმა ჟურნალისტმა მიაქცია ყურადღება. როგორც გაირკვა, ბოლოს შოიგუ 11 მარტს, საინფორმაციო გამოშვებაში იხილეს, როდესაც “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილე ოკუპანტებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

როგორც გამოცემა Агенство წერს, ჩვეულებრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი მედიასთან აქტიურობით გამოირჩევა და 11 მარტამდე ის საინფორმაციო გამოშვებებში თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა. 

“მინისტრის გარემოცვაში გავრცელდა ხმები, რომ მას გულთან დაკავშირებული პრბლემები აქვს”, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 18 მარტს, კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ შოიგუ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, თუმცა, შეხვედრიდან ფოტო და ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულა.

დამოუკიდებელი მედიის ცნობით, ამავე დღეს, რუსეთის სახელისუფლებო “პირველ არხზე” სიუჟეტი გავიდა იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა თავდაცვის მინისტრმა ჯილდოები.

“პროპაგანდისტების მტკიცებით, ეს 18 მარტს მოხდა, თუმცა, სიუჟეტში გაშვებული კადრები 11 მარტს გადაღებულ ვიდეოს ემთხვეოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს საიტზე შოიგუს პროფილი 11 მარტის შემდეგ არ განახლებულა.

გამომძიებელი ჟურლნალისტები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ თავდაცვის მინისტრის გარდა, საჯაროდ ასევე 12 დღეა აღარ ჩნდება რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი.

როგორც მანამდე ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი იუწყებოდა, რუსეთში მე-6 არმიის მეთაურის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

 

იტვირთბა....