“ვოლოდიმერ ზელენსკის სიტყვით გამოსვლამ იაპონიის პარლამენტში, განამტკიცა ჩვენი ქვეყნების ერთობა”, – ასე გამოეხმაურა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესიმასა ჰაიასი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებისადმი უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას.
“ჩვენ კიდევ ერთხელ შევიგრძენით, თუ როგორი გამბედაობით იცავს პრეზიდენტი [ვოლოდიმერ ზელენსკი] თავის ქვეყანას, თუ როგორ ზრუნავს მასზე. ჩვენ დავადასტურეთ, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – განუცხადა ჰაიასმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ იაპონელებმა, რომლებიც ფუკუშიმა 1-ის ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას გადაურჩნენ, გულთან ახლოს მიინატეს პრეზიდენტის განცხადება უკრაინის ატომურ ობიექტებთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების წინაშე.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმერ ზელენსკი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზებს სიტყვით მიმართავს. იაპონიის პარლამენტამდე, მან მიმართა იტალიის საკანონმდებლო ორგანოს, ისრაელის ქნესეთს, აშშ-ს კონგრესს, გერმანიის ბუნდესტაგს და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას.