aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევის რეგიონში ოკუპანტებმა საკვების საწყობები ააფეთქეს – მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონში, რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად , საკვების საწყობები დაიწვა, – აღნიშნულის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, განადგურებულია ათობით ტონა ბოსტნეული და ხორცი.

“ორკების მიერ კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონის დაბომბვის შედეგად დაიწვა Vega Trend Invest-ის ბოსტნეულის საწყობი და Val Meat Invest-ის ხორცის საწყობი. განადგურდა ათობით ტონა პროდუქცია“, – განაცხადა მან.

როგორც ბრაჩუკი აღნიშნავს, ეს არის გამიზნული ქმედება, კიევის რეგიონის საკვების გარეშე დასატოვებლად, თუმცა ოდესას ჯერ კიდევ შეუძლია დახმარება.

“ეს არ შეიძლება იყოს უბედური შემთხვევა – ჩვენი საწყობები ღია მინდორშია. ირგვლივ არც ერთი შენობა არ არის”, – თქვა მან.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს თუ ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენონ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საკუთარ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....