ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პესკოვმა განმარტა, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენონ.

მისივე თქმით, ამის უფლებას მათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აძლევთ.

“ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. თუ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები”, – განაცხადა პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესა ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....