აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“მზად არ არიან და არ სურთ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და მისი რატიფიცირება სომხეთის რესპუბლიკასთან“ – ნიკოლ ფაშინიანი

ალიევმა მითხრა, რომ კონსტიტუციის შეცვლას სომხეთის შიდა საქმედ აღიარებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები როცა დავიწყეთ, თავდაპირველად დავადგინეთ, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენი შიდა საქმეა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას არცერთ გარე აქტორთან ან პარტნიორთან, ვაპირებთ მის განხილვას მხოლოდ ჩვენს ხალხთან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირად საუბრებში დაადასტურა, რომ ბაქო აღიარებს „ამ საკითხის შიდა ხასიათს და არ ითხოვს სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს“.

„ისინი ასევე ამბობენ, რომ მოქმედი კონსტიტუციური დებულებების თანახმად, მზად არ არიან და არ სურთ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და მისი რატიფიცირება სომხეთის რესპუბლიკასთან“, – განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს ორი ფორმულირება შეიძლება, მსგავსი ჩანდეს, მაგრამ მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მხარეთა პოზიციების სწორად გაგება და ვითარების ზუსტად შეფასება.

იტვირთბა....