ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწია – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, თუ როგორ მიაღწია პუტინმა მიზნებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ.

 “კარგი, ჯერ ერთი, ჯერ არა. ჯერ არ მიუღწევია”, – იუწყება CNN აგრესორის “მარჯვენა ხელის” სიტყვებს .

ამავდროულად, პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში „მკაცრად შეესაბამება იმ გეგმებსა და მიზნებს, რომლებიც წინასწარ იყო დასახული“.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთს თუ ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენონ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესა ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....