საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს ისევე, როგორც ეს აშშ-ს კონგრესის, გერმანიის ბუნდესტაგის დაგაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის შემთხვევაში გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ზელენსკის გამოსვლის საკითხზე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და ქართული მხარე არ აპირებს ამ ინიციატივის დაყენებას.
“საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების სახელით, ჩართვა უნდა, არ უნდა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ესეც აჩვენებს, რა არის ამის რეალური მიზანი. ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ და რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა, ამით ეს საკითხი გარკვეულია. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა “საქართველოს პირველი არხის” ინფორმაციით, პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ინიციატივით, რომ ზელენსკიმ სხვა ქვეყნების პარლამენტების მსგავსად, ქართულ საკონონმდებლო ორგანოსაც მიმართოს, პარტია “ლელო საქართველოსთვის” გამოვიდა.