პარტია “ლელო საქართველოსთვის” ინიციატივით გამოდის, სხვა ქვეყნების მსგავსად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს.
ინიციატივა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააჟღერა.
“მინდა წინადადება გავაჟღერო და მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, რომ “ლელო საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო,” – განაცხადა სამადაშვილმა.