ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ბატაისკში კი – ერთი” – რუსული მედია

როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

იური სლიუსარის ცნობით, დრონებით თავდასხმა როსტოვზე, ბატაისკსა და ტაგანროგზე განხორციელდა.

„როსტოვის პორტში თავდასხმის შედეგად სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაშავდა“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე, სლიუსარის ინფორმაციით, ქალაქ ბატაისკში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

იტვირთბა....