ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“პუტინი იმედგაცრუებულია” – აშშ-მა განმარტა, თუ რატომ დაესხა თავს რუსეთი ლვოვის სამხედრო ბაზას

იავორივის პოლიგონის (ლვოვის რეგიონის) დაბომბვა, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში ომი არ მიდის რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის გეგმის მიხედვით.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ CNN-ზე დღეს, 13 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პუტინი არ არის კმაყოფილი უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობით.

“პუტინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი ჯარები უკრაინის დიდ ქალაქებში, მათ შორის კიევში ვერ აღწევენ იმდენ პროგრესს, როგორც ფიქრობდა. ამიტომ, ის აფართოებს სამიზნეების რაოდენობას და ცდილობს დააზიანოს ქვეყნის ყველა რეგიონი”, – თქვა სალივანმა.

შეგახსენებთ, რომ ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა – დაშავებულია, სულ მცირე, 134 ადამიანი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 85 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა.

 

იტვირთბა....