რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 85 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათი უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში ცხოვრობდა.
“დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 369 სასწავლო დაწესებულება, აქედან 57 მთლიანად განადგურდა. ყოველდღიურად იბომბება 20-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამისა, დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის იმის გამო, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ზუსტი მონიტორინგის ჩატარება შეუძლებელი ხდება.
ცნობისთვის, რამზან კადიროვის შენაერთებმა, დაჭრილი რუსი ჯარისკაცები ბელარუსში გადაყვანის ნაცვლად დახვრიტეს.

