ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის სამხედრო ბაზა დაბომბეს – დაიღუპა 35 ადამიანი, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის სამხედრო ბაზა დაბომბეს – აღნიშულის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლვოვის რეგიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა 13 მარტს, 3:00 საათიდან 4:00 საათამდე საჰაერო დარტყმა მოახდინეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე.

როგორც ლვოვის რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიტცკი FACEBOOK-ზე წერს, ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. დაშავებულია, სულ მცირე, 134 ადამიანი.

“12:00 საათზე საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ხანძარი ლიკვიდირებული იყო, სპეციალისტებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ნანგრევების უმეტესი ნაწილი დაშალეს. ავიადარტყმა განხორციელდა შავი და აზოვის ზღვების წყლებიდან. თვითმფრინავები სარატოვის აეროპორტში აიყვანეს. მთლიანობაში, დამპყრობლებმა 30-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

მუშაობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა – ზოგიერთი რაკეტა ჰაერში ჩამოაგდეს”, – აღნიშნავს კოზიცკი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 85 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა.

იტვირთბა....